пятница, 20 февраля 2009 г.

შეუთავსებელი აზრები... (არაპოეტური ტკივილი) Incompatible opinions... (Not poetical a pain)


არაპოეტური ტკივილი
Not poetical a pain

საცაა პოპულარული მსახიობის შემოქმედებითი საღამო დაიწყება; დარბაზი გადაჭედილია; თეატრის კიბეზე ჩქარი, გაუწონასწორებელი ნაბიჯებით ამოდის ხანდაზმული, ერთ დროს, ანუ ”მკითხველთა ეპოქაში” საკმაოდ ცნობილი პოეტესა … წუხს, რომ იგვიანებს და უცებ წაიქცევა… წამომყენებელიც არავინაა; მარცხი და არაპოეტური ტკივილი წუთით თრგუნავს, მაგრამ ჰპოვებს შემართებას; წამოდგება, დასიასხლიანებულ სახეს ცხვირსახოცით მოიწმენდს და კვლავ მიიჩქარის… მხატვრული კითხვის ოსტატმა ძველი რეპერტუარიდან მისი ლექსიც უნდა წაიკითხოს და პოეტესა დარბაზში მოჩვენებითი სიხალისით შედის… ფიქრობს ვინმე შეამჩნევს, იცნობს, მიიპატიჟებს და ადგილს გამოუძებნის… მაგრამ ფეხზე მდგომნი საკმაოდაა და ”მკითხველთა ეპოქაში” სახელოვან პოეტესას ვერც ვერავინ ცნობს და არც არავინ ეპატიჟება… მაყურებელთა უმეტესობა მსახიობის გამოსვლას ელოდება და სანახაობის დაწყების მოლოდინითაა მოცული… სხვები ლაზღადარაობით ერთობიან… ხელმოცარული ქალბატონი ნაცნობ სახეებს და მმართველი პარტიის წამოყვინჩილებულ მუშაკთან სპორტულ გატაცებებზე მოსაუბრე ბიზნესმენს უიმედოდ გასცქერის…
”წავალ, ფეხზე დგომა გამიჭირდება…” ამბობს მერე დაბნეული და ტკივილი სხვაგვარად შეახსენებს თავს…
”მერე მოასწარი ბრმა ნაწლავის ამოკვეთა, თორემ შეგისრულდება სამოცი წელი და სადაზღვევო პოლისსაც ვერ ეღირსები…” ორაზროვნულად ეხუმრება ბიზნესმენს წამოყვინჩილებული… გასასვლელისკენ შეტრიალებულ ქალს თვალს მალულად გააყოლებს და გაღიზიანებული ჩაილაპარაკებს: ”ხედავ, კიდევ ცოცხალია?!”
ჯ.გ.
19.02.09


====
/\
========
საძიებელი The index

\/
-->
--> -->

====

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

======== JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
\=/

***
=======
/\
***
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space..
.\
შინაარსი -
Content:

მიჰყე...
/

სიტყვა-ქარიზმა… / Word –Charisma…
ჟამთა სვლის ფრაგმენტები... Time fragments...
***
დეკლამაციური ინტერპრეტაციები… / Declamatory inter...
***
Poetry - Janri Gogeshvili / Georgia (country)
***
Занимательные строфы / Diverting stanzas…
***
იმუნიტეტის პოლიციური ფუნქცია... /“არა ძალადობას”/ ”/ Police function of immunity… / ‘No violence’/
საქართველოს 9 აპრილი _ 1989-2009 / 9 April of Ge...
”იჩქარე ნელა” დასავლეთისკენ
აღმოსავლური გზების შემოვლით...
/\

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)




  • /\
    საძიებელი ”დატყვევებულ” საიტისა; (gogejanr.blogspot.com), რომლის ”აკაუნტიც” ჩემთვის გაურკვეველ ვითარებათა გამო ”ბლოკირებულია”...
    /
    ========
    ========

    /\
    \/
    /\
    ინგლისურენოვანი...
    Poet: Janri Gogeshvili - All poems of Janri Gogeshvili Poems by /from poet Janri Gogeshvili best love poem famous poets ...
    =======
    Poet: Gioom (Gi) Galen - All poems of Gioom Galen Poems by / from poet Gioom Galen best love poem famous poets GIOOM ...
    ========
    =======

                                                                                                                  \/
                                                       ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე / Literary-cognitive space...